ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ



მიმოხილვა 

ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ

არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის უფლებების დაცვისთვის და იმისათვის, რათა ბავშვს ჰქონოდა ორივე მშობელთან პირადი ურთიერთობის ჩამოყალიბების თანაბარი შესაძლებლობა (იგულისხმება ისეთი შემთხვევაც, როცა მშობლები სხვადასხვა სახელმწიფოში ცხოვრობენ), 1980 წლის 24 ოქტომბერს ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მე-14  პლენარულ სხდომაზე ერთხმად, ყველა დამსწრე სახელმწიფოს მხარდაჭერით, მიღებულ იქნა ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებკონვენცია, რომლის მიზანს წარმოადგენს:
1. რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაყვანილი ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნების უზრუნველყოფა;
 2.  ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით გათვალისწინებული მეურვეობისა და ურთიერთობის უფლების ეფექტიანი განხორციელება და ორგანიზება.
საქართველო 1995 წლის 14 თებერვალს შეუერთდა ,,ბავშვების გატაცებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო ასპექტების შესახებ” 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციას, რომელიც ძალაში შევიდა 1997 წლის 1 ოქტომბერს.
ამასთან, განისაზღვრა ცენტრალური ორგანო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის სახით, რომელიც უფლებამოსილია კოორდინაცია გაუწიოს  ბავშვების გატაცებასთან დაკავშირებული სამოქალაქო ასპექტების შესახებ” 1980 წლის კონვენციის ეფექტურ იმპლემენტაციას და კონვენციით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად ცალკეული სახის ღონისძიებების გატარებას.




Комментариев нет:

Отправить комментарий